FAQ

კითხვები, სანამ სამუშაო კალენდარს აირჩევთ.

თუ ახლა ჯავშნებს ზარებში, მესენჯერში ან რვეულში მართავთ, ეს პასუხები დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, როგორ გადახვიდეთ ციფრულ კალენდარზე.

ვისთვის არის Salonify?

Salonify შექმნილია საქართველოში მომუშავე სალონებისთვის, ბარბერშოპებისა და დამოუკიდებელი სპეციალისტებისთვის. მართეთ ჯავშნები, კლიენტები, გუნდი და სერვისები ერთ სივრცეში — ერთ ან რამდენიმე ფილიალში.

კლიენტები თვითონ ჯავშნიან თუ ადმინისტრატორი ამატებს?

ორივე შესაძლებელია. კლიენტი ირჩევს სერვისსა და თავისუფალ დროს თქვენი საჯარო გვერდიდან, ტელეფონს ადასტურებს კოდით და ანგარიშის შექმნა არ სჭირდება. გუნდს შეუძლია ჯავშნების კალენდარში დამატებაც. დადასტურების, გადახდისა და გაუქმების წესებს თავად ბიზნესი ადგენს.

რა ღირს Pro პაკეტი?

საჯარო კომერციული პირობები ჯერ არ არის დამტკიცებული. ხელმისაწვდომ პაკეტებსა და პირობებს რეგისტრაციისას ნათლად გაჩვენებთ.

SMS შეტყობინებები ქართულად მუშაობს?

დიახ, Salonify-ის ტექსტები გათვლილია ქართულ სალონებზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ დადასტურება და შეხსენება კლიენტებისთვის, რომ ვიზიტის დრო არ გამორჩეთ.

შეიძლება ბარბერშოპმა ან მანიკიურის სტუდიამ გამოიყენოს?

დიახ. სისტემა უხდება სილამაზის სალონებს, ბარბერშოპებს, მანიკიურის სტუდიებს, წარბებისა და წამწამების სტუდიებს, სპა და მასაჟის სივრცეებს.

საჭიროა რთული დაყენება?

არა. სალონი იწყებს ძირითადი სერვისებით, თანამშრომლებით და სამუშაო საათებით. ამის შემდეგ ადმინისტრატორს შეუძლია კალენდარში ჯავშნების დამატება.

დაწყება

თქვენი ჯავშნები ერთ სამუშაო სივრცეში.

სამუშაო სივრცის შექმნა